ჭიდაობა

1:10 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთაძე მსოფლიო ჩემპიონია!

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე (67 კგ.) ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის ტრიუმფი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ ტურნირზე შედგა.

შოთაძემ ფინალში სომეხი შანტ ხაჩატრიანი 6:3 დაამარცხა, მანამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა: პოლონელ ალეკსანდერ მიელევჩიკს - 11:0, ჩინელ ქსინ ჰუანს - 8:0, ხოლო ვლადისლავ უკრაინელ კრავჩენკოს 9:1 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ წელს დუბლი შეასრულა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს მსოფლიო ოქროც მიუმატა.

გუშინვე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა დიეგო ჩხიკვაძეს (60 კგ.), თუმცა, მე-3 ადგილისთვის შერკინება რუს გეორგი თიბილოვთან 2:5 დათმო.

0.143566