კალათბურთი

0:05 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე: "გულშემატკივრების მხარდაჭერა ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ესპანურ „გრან კანარიას“ ოფიციალურად შეუერთდა. ქართველი მოთამაშე სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.

„მოუთმენლად ველოდები გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას. დიდი სურვილითა და ენთუზიაზმით. „გრან კანარიას“ მოთამაშეებს დიდი ამბიცია და გამარჯვების წყურვილი აქვთ. იმედია სეზონს ტრავმების გარეშე ჩავატარებ და ვიმუშავებ იმაზე, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.

ვიმედოვნებ გულშემატკივრებთან კავშირს პირველივე დღიდან დავამყარებ. ეს მაძლევს დამატებით მოტივაციას, როდესაც ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ. ვეცდები ისე ვითამაშო, რომ ყოველ თამაშში დიდი მხარდაჭერა მქონდეს“, - თქვა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბექამ გასული სეზონი „გიპუზკოას“ რიგებში გაატარა და გუნდის ლიდერიც იყო, მაგრამ მისი ყოფილი გუნდი ლიგა ენდესადან გავარდა, რის შემდგომაც კონტრაქტი „გრან კანარიასთან“ გააფორმა.

0.110107