ფეხბურთი

22:12 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდის პირველი ქულა პრემიერლიგაში

პრემიერლიგის მეორე ტურის პროგრამა კვირას გაგრძელდა. კვლავაც ვერ ახერხებს „ჩელსი“ ფრენკ ლაპარდის ხელმძღვანელობით გამარჯვების მოპოვებას. პირველ ტურში „მანჩესტერთან“ „ლურჯების“ დამამცირებელ წაგებას (0:4), უეფას სუპერთასზე „ლივერპულთან“ პენალტების სერიაში მარცხი მოჰყვა (2:2, 4:5).

ამჯერდ „არისტოკრატები“ ორმაგად მომართულები იყვნენ საკუთარი მაყურებლის წინაშე, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს. ბრენდან როჯერსის „ლესტერმა“ კი, ისევ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ყველას მიანიშნა, რომ ახალ სეზონშიც არავის შეუშინდება.

ანგარიში უკვევ მე-7 წუთზე გაიხსნა. გოლი 20 წლის „არისტოკრატების“ გაზრდილმა, მეისონ მაუნტმა შეაგდო. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ „ჩელსის“ მთავარი გუნდის მაისურით. მალევე მაუნტმა კინაღამ დუბლი გაიფორმა, მაგრამ სტუმრები კასპერ შმაიხელმა გადაარჩინა. შესვენების შემდეგ კი სულ სხვა სიუჟეტი ვიხილეთ. „ლესტერი“ გააქტიურდა და სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყო. ისინი ხშირად მოიპოვებდნენ სტანდარტულ სიტუაციებს და ერთი მათგანი წარმატებით დასრულდა. კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს, ნიგერიელმა ვილფრედ ნდიდიმ მასპინძელტთა კარში მიუჩინა ადგილი.

ლაპარდმა პირველი ქულა მოიპოვა პრემიერლიგაში.

ლიგის ახალწვეულმა, „შეფილდ იუნაიტედმა“ „კრისტალ პალასს“ ჯონ ლუნდსტრამის გოლით მოუგო. საინტერესოა, რომ 25 წლის ლუნდსტრამი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ინგლისის ოთხივე ტოპ-დივიზიონში გაუტანია. ადრე მას თავი ჩემპიონშიფში, მეასმე და მეოთხე დივიზიონებში გამოუჩენია.

ინგლისი

პრემიერლიგა. 2 ტური. 18 აგვისტო

ჩელსი - ლესტერი 1:1

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 629

1:0 მაუნტი (7), 1:1 ნდიდი (67)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, კრისტენსენი, ზუმა, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო (კოვაჩიჩი 71), მაუნტი, პულიშიჩი (ვილიანი 71), პედრო, ჟირუ (აბრაჰამი 61)

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

ლესტერი: შმეიხელი, პერეირა, ევანსი, სეიუნჯუ, ფუხსი, ჩუდჰური (პრატი 73), ნდიდი, ტილემანსი, მედისონი, პერესი (ოლბრაიტონი 80), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: ჟორჟინიო (37)

შეფილდ იუნაიტედი - კრისტალ პალასი 1:0

1:0 ლუნდსტრამი (74)

0.117812