ფეხბურთი

22:46 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მარიო ბალოტელი სერია A-ში დაბრუნდა

მარიო ბალოტელი „ბრეშას“ ფეხბურთელია. როგორც ლომბარდიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, იტალიელ თავდამსხმელთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და მოახლოებულ სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.

ბალოტელი „ბრეშას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. საინტერესოა, რომ 29 წლის ფეხბურთელს ბრაზილიური „ფლამენგო“ იწვევდა, მაგრამ იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშის სურვილის გამო, მარიომ სამშობლოში დაბრუნება არჩია. ბალოტელის სერია A-ში ახლახან დაბრუნებულ გუნდში ორშაბათს, 19 აგვისტოს წარადგენენ.

მარიო ბალოტელის აქამდე იტალიაში „ინტერისა“ და „მილანის“ ღირსება დაუცავს. სამშობლოს მიღმა კი „მანჩესტერ სიტის“, „ლივერპულის“, „ნიცასა“ და „მარსელის“ რიგებში ირჯებოდა.

იტალიის ნაკრებში „სუპერმარიოს“ 36 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. აქვე გეტყვით, რომ „ბრეშა“ კიდევ ერთი ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, კლაუდიო მარკიზიოს დამატებასთანაც ძალიან ახლოსაა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე "ბრეშას" შემადგენლობაში ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც დარიო უბნერი, პეპ გვარდიოლა, ლუიჯი დი ბიაჯო, ანდრეა პირლო, ლუკა ტონი და რობერტო ბაჯო არიან.

0.117244