ესპანეთის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესმა მთავარი მწვრთნელი რანგში პირველი ტიტული მოიპოვა. ესპანელის გაწვრთნილმა "ალ-სადმა" ყატარის სუპერთასის მატჩში "ალ-დუჰაილი" 1:0 დაამარცხა.
ჩავის დოჰაში მდებარე კლუბი ახალი ჩაბარებული ყავს და ტიტულის მოსაპოვებლად სამი მატჩი დასჭირდა. წინა ორ შეხვედრაშიც "ალ-სადი" "ალ-დუჰაილს" აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა.
"ალ-სადს" ყატარში ყველა რეკორდი ეკუთვნის. ქვეყნის ჩემპიონი გუნდი 14-ჯერ გახდა, თასის მფლობელი 16-ჯერ, სუპერთასის მფლობელი კი 15-ჯერ. აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდი ორჯერ გახდა.