ფეხბურთი

13:15 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კავანიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი შეათანხმა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ედონსონ კავანი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

32 წლის თავდამსხმელმა ფლორიდულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. "ინტერ მაიამის" მფლობელთა სიაში დევიდ ბექჰემიცაა. მაიამური გუნდი MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს. კავანის პსჟ-თან კონტრაქტი 2020 წლის ივნისში უმთავრდება და ამერიკულ გუნდს სეზონის შუა პერიოდში შეუერთდება.

კავანი ფრანგულ გრანდში 2013 წელს "ნაპოლიდან" გადავიდა. მას შემდეგ ედინსონმა 281 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 194 გოლი და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთამერიკელი საფრანგეთის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, ხოლო სუპერთასი შვიდჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117833