"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ ნეიმარი "რენთან" ჩასატარებელ ლიგა 1-ის მეორე ტურის მატჩის განაცხადში არ იქნება.
"მან ვარჯიში ჩვენთან ერთად დაიწყო და საბოლოოდ ინდივიდუალურად დაასრულა. ამ ეტაპისთვის მასსა და კლუბს შორის არსებული სიტუაციის შესახებ ახალი არაფერია. თუ არაფერი გადაწყდება რაზილიელი ჩვენთან დარჩება, რადგან ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს. ნეიმარი როდესაც ჩვენთანაა, გუნდი უფრო ძლიერია." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
28 წლის ფეხბურთელს ევროპული მედია "ბარსელონას" უკავშირებს. ასევე ვრცელდება ცნობები "რეალის" ინტერესთან" დაკავშირებით. ნეიმარი პსჟ-ში 2017 წეს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 58 მატჩში 51 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.