ფეხბურთი

12:06 | 18.08.2019 | ნანახია 965 - ჯერ

შაქირი უკმაყოფილოა

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების შემტევი ჯერდან შაქირი "ლივერპულში" სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა.

"იმედგაცრუებული ვარ, რადგან თამაში არ მიწევს. არავინ იქნება კმაყოფილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით. ნათელია, მეტი სათამაშო დრო მინდა და ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო. "მონაკო" და "გალათასარაის" დაინტერესება? ამ კლუბების შემოთავაზების შესახებ არაფერი მსმენია." - განუცხადა Langenthaler Tagblatt-ს შაქირიმ.

შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში მხოლოდ 11 წუთი ითამაშა. შაქირიმ გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:22 | 18.08.2019
araza-1918 (6330)

ტაბიძე გიორგობიანის უფა იგებს ამ უკანასკნელმა ჯარიმიდან ძელს მოარტყა

17:18 | 18.08.2019
araza-1918 (6330)

კვარაცხელია დავითაშვილი მიქელთაძეს რუბინმა მოუგო გრიგალავას არსენალს ოთხივე საჭიროა დანიასთან 8-ში

15:29 | 18.08.2019
O. Mertskhali (8101)

შვეიცარია რა დონეზეა ფეხბურთში, ეს კიდე შვეიცარიის უდავო ლიდერია - მართლაც მაგარი ფეხბურთელია და იფუჭებს თავს, სკამზე ჯდომით - უნდა წასულიყო, ამ ზაფხულს

15:16 | 18.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

სკამის მოთამაშეა ცოტათი მეტს ველოდი მარა არც ისეთი მოლოდინი მქონდა დაბრდღვნის ყველაფერსო.13მილიონად დღეს შაქირი კარგია. ფლანგზეა ძირითადად კარგი მაგრამ მანე სალაჰის პირობებში მანდ სირბილი არ უწევს ცენტრიდან ნაკლებად სახიფათოა

14:26 | 18.08.2019
mjgiri (8951)

ვერ თამაშობს პრესინგს,არ ესმის რომელი ზონები დახუროს და ბურთს დაზდევს ხოლმე უაზროდ,როგორც ძაღლი ეზოში.

14:14 | 18.08.2019
KoRBeN DaLLaS (24846)

პორიქითაა ყველაფერი და აგერ ფოტოზეც ჩანს - კლოპი ისე მიყვარს, თვალში რომ ჩამივარდეს ხელს არ ამოვისვამო

14:08 | 18.08.2019
Digmeli (188)

სხვა სტილის ფეხბურთელია ვერ ერგება ლივერპულს, უბრალოდ ძალიან იაფად დაითრიეს და ეგ პლიუსი აქვს და ყოველ წამს არ იმტვრევა

13:59 | 18.08.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

როდის თქვა ეს როდის დდდდდდდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145578
სარეკლამო ადგილი - 99
X x X