ფეხბურთი

10:25 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" მანჩესტერში სანჩესის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა

მილანის "ინტერი" მანჩესტერში ალექსის სანჩესის ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა. აღნიშნული ინფორმაცია Sky in Italy-მ გაავრცელა. კლუბების წარმომადგენლები ჩილეს ეროვნული ნაკრების შემტევის სატრანსფერო ფასზე შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

უკვე ცნობილია, რომ ფეხბურთელი იტალიაში გადასასვლელად მზადაა და მილანელები სანჩესის აგენტს უკვე ესაუბრნენ. "ნერაძურის" სამხრეთამერიკელის იჯარის წესით აყვანა სურს. "ინტერი" მოლაპარაკებას ასევე ფერნანდო ლიორენტესთანაც აწარმოებს.

სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2018 წლის იანვარში გადავიდა. მას შემდეგ თავდამსხმელმა 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115421