ისტორია

9:50 | 18.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

18 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2004. ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაში გაიმარჯვა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1886. კარ და სამუელ ნილებმა, წყვილებში აშშ-ის საჩოგბურთო ასოციაციის პირველობა მოიგეს. შემდგომში, ესტურნირი აშშ-ის ღია ჩემპიონატად გადაკეთდა.

1902. ავსტრიის ქალაქ გრაცში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “გრაცერ აკ” (“გრაცერ ატლეტიკ-სპორტ კლუბი”).გუნდს მოპოვებული აქვს ავსტრიის ჩემპიონობა, სამჯერ ქვეყნის თასი, ორჯერ სუპერთასი. 1982 წელს თასებისთასის მეთექვსმეტედფინალში თბილისის “დინამოსთან” ორრაუნდიანი პაექრობა ჩაატარა. “დინამომ”ავსტრიული ბარიერი უპრობლემოდ დაძლია (2:0, 2:2).

1923. ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის 37-ე გათამაშების ფინალში, ელენ მუდმა მოლა მელორი 6:2, 6:1დაამარცხა.

1934. ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის 48-ე გათამაშების ფინალში, ელენ ჯეკობსმა სარა კუკი 6:1, 6:4დაამარცხა.

1958. ფლოიდ პატერსონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, როი ჰარისიმეცამეტე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1964. სამხრეთ აფრიკა ამ ქვეყანაში გაბატონებული აპარტეიდისთვის ოლიმპიური მოძრაობიდან გარიცხეს.

1973. თბილისისდინამომესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქუელვაშიმიმდინარეკარაველასთასისგათამაშების ნახევარფინალში, მადრიდისატლეტიკოსთან” 0:0 ითამაშა. პენალტებისსერიაშიქართველებმა 4:2 მოიგეს. “დინამოელთაგოლკიპერმა დავით გოგიამ, მადრიდელთამიერშესრულებულიორი თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება შეძლო. “დინამო”: გოგია, ძოძუაშვილი,კანთელაძე, ჭელიძე,ხინჩაგაშვილი, . მაჩაიძე, ებრალიძე, ასათიანი, გუცაევი, ყიფიანი(მჭედლიშვილი),ლევან ნოდია(წერეთელი). გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1983. სამანტა დრუსი ყველაზე ახალგაზრდა მოცურავე გახდა, რომელმაც ლა მანშის გადაცურვა მოახერხა, მაშინდრუსი 12 წლისა და 119 დღის იყო.

1987. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალ მოცურავეთა კვარტეტმა 200 მეტრზე ესტაფეტითგაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:55,47).

1993. თბილისისდინამომდამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი მატჩი ჩაატარა ევროთასებზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ჩემპიონთალიგისსაკვალიფიკაციოშეხვედრაში, ჩრდილო ირლანდიის ბელფასტისლინფილდს” 2:1 მოუგო. ქართველთაგანგოლები შოთა არველაძემ და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. “დინამო”: ზოიძე, ნემსაძე, ლობჟანიძე, შელია,ინალიშვილი,ყაველაშვილი (ანჩაბაძე), . არველაძე, ჯამარაული, . არველაძე, ქინქლაძე, . არველაძე.გუნდს გივი ნოდია წვრთნიდა.

1997. რუსეთის ფეხბურთის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით ახლადგარემონტებულ “ლუჟნიკის”სტადიონზე ფიფასა და რუსეთის ნაკრებთა შეხვედრა ჩატარდა, რომელიც “მსოფლიოს ნაკრებმა” 2:0 მოიგო.გოლები იური ჯორკაეფმა და ხულენ გერერომ გაიტანეს. ფიფას ნაკრებში თბილისის “დინამოს” ყოფილმაფეხბურთელმა ახრიკ ცვეიბამ ითამაშა, გუნდის მწვრთნელი კი ინგლისელი სპეციალისტი ბობი რობსონი იყო.

2004. ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იგი პირველი სპორტსმენია,რომელმაც ოლიმპიადაში გაიმარჯვა.

2006. ამერიკელმა მოცურავე მაიკლ ფელპსმა 200 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში მსოფლიოს რეკორდიგააუმჯობესა. მან აღნიშნული დისტანცია 1:53,8 წუთში დაფარა და თავისივე შედეგი (1:53,93) გააუმჯობესა.ძველი შედეგი ფელპსს 2003 წელს ბარსელონას მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰქონდა ნაჩვენები.

2007. ბრაზილიის 17 წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა ფაბინიომ ფიფას ეგიდით ჩატარებულ მატჩებშიყველაზე “სწრაფი” გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეაში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ახალზელანდიას გოლი ასპარეზობის დაწყებიდან მეცხრე წამზე გაუტანა. ამ მომენტამდე ყველაზე “სწრაფი” ბურთითურქ ჰაკან შუქურს ჰქონდა გატანილი. მან 2002 წლის მუნდიალზე, მესამე ადგილისთვის მატჩში სამხრეთკორეელთა კარი მეთერთმეტე წამზე დალაშქრა.

2008. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ქალთა შორის ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში ჩემპიონი რუსი ელენა ისინბაევაგახდა, რომელმაც შეჯიბრება მსოფლიოს რეკორდით მოიგო (505 სმ).

2008. პეკინის ოლიმპიადის მამაკაც ჩოგბურთელთა ტურნირზე ჩემპიონობა ესპანელმა რაფაელ ნადალმამოიპოვა.

2008. პეკინის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს სახელით მოსპარეზე პლაჟის ფრენბურთელთა გეორ-გიას წყვილი ნახევარფინალში გავიდა.

2011. ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩშიზესტაფონითბილისშიბელგიისბრიუგეს3:3დაუზავდა,ხოლო თბილისისდინამოათენში აეკ-თან 0:1 დამარცხდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1933. ჟუსტ ფონტენი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს ჩემპიონატისპრიზიორი. 1958 წლის შვედეთის მუნდიალზე გაიტანა 13 გოლი, რაც ტურნირის ისტორიაში (1930 წლიდანდღემდე) რეკორდული მაჩვენებელია. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 30 გოლი. საკლუბოდონეზე გამოდიოდა მაროკოს “კასაბლანკაში” (1950-53), ფრანგულ “ნიცასა” (1953-56) და “რეიმსში” (1956-62). 1956, 1958, 1960 და 1962 წლებში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. 1954 და 1958 წლებში დაეუფლა საფრანგეთისთასს. 1958 და 1960 წლებში გახდა საფრანგეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. წვრთნიდა საფრანგეთისნაკრებს (19670, პსჟ-ს (1973-76), “ტულუზას” (1978-79), მაროკოს ნაკრებს (1979-81).

1934. რაფერ ლუის ჯონსონი. ამერიკელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1960 წლის ოლიმპიური თამაშებისჩემპიონი.

1939. ვლადიმერ უგრეხელიძე. თბილისისდინამოსდასაბჭოთაკავშირისკალათბურთელთანაკრებისფორვარდი. 1962 წელსდინამოსთანერთად მოიგოჩემპიონთათასი. 1961 წლის ევროპის ჩემპიონი. 1960წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. საბჭოთაკავშირისჩემპიონი (1968) და თასისმფლობელი(1969). მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი(1963). ვლადიმერ უგრეხელიძე 2009წლისთებერვალში გარდაიცვალა.

1943. ჯანი რივერა. 1959 წელს, 15 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა სერია A-ში (“ალესანდრიის” რიგებში).მომდევნო სეზონში 16 წლისა “მილანში” გადავიდა სარეკორდო სატრანსფერო თანხად (200 ათასი დოლარი). 1962 წელს დებიუტი ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. “სკუადრა აძურას” რიგებში რივერა გერმანიისფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს დაუპირისპირდა. 1962 წელს მოიგო სკუდეტო, 1963-ში კი, ჩემპიონთათასი. 1968 წელს დაეუფლა თასების მფლობელთა თასს. 1968 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. რივერას იტალიისჩემპიონობა მოგებული აქვს 10-ჯერ. 1969 წელს დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. 1965 წელსდაასახელეს იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად. ჯანი რივერა მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის (1962, 1966, 1970, 1974) მონაწილეა. 1970 წლის მუნდიალის ფინალისტი. “მილანის” შემადგენლობაში ჩაატარა 501 მატჩი,გაიტანა 122 გოლი.

1943. რობერტო როსატო. 1960-70-იან წლებში იტალიის ნაკრების მცველი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონი.მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის მონაწილე. იტალიისნაკრებში ჩაატარა 37 მატჩი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “ტორინოში” (1960-66), “მილანში” (1966-73), “ჯენოაში” (1973-77). მილანელთა რიგებში გამოსვლისას მოიპოვა ჩემპიონთა და თსების (ორჯერ) თასები, გახდაიტალიის ჩემპიონი, დაეუფლა საკონტინენტთაშორისო და იტალიის (სამჯერ) თასებს.

1950. პრემისლ ბიჩოვსკი. 1970-80-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. ევროპის 1976წლის ჩემპიონი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილე.ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 11 გოლი. 1983 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი. 1974წელს დაასახელეს ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1952. რიკარდო ვილია (ხულიო რიკარდო “რიკი” ვილია). არგენტინის ნაკრების, “რასინგის”, “ტოტენჰემის” (1978-83) ნახევარმცველი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 18 მატჩი, გაიტანაერთი გოლი. 1981 და 1982 წლებში მოიპოვა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი.

1966. ვლადიმერ გოგოლაძე. ქართველი ტანმოვარჯიშე (სპორტული ტანვარჯიში). სეულის1988წლისოლიმპიურ თამაშებზე გუნდურ ჩათვლაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ევროპის 1985 წლისპირველობისბრინჯაოს პრიზიორი გუნდურ ჩათვლასა და ორძელზე ასპარეზობაში. საბჭოთაკავშირისჩემპიონატებისმრავალგზის პრიზიორი.

1972. ნეიტ ჯოუნსი. ამერიკელი მოკრივე. 1996 წლის ოლიმპიადაზე მძიმე წონით კატეგორიაში მოიპოვაბრინჯაოს მედალი.

1976. ტიმ მალჰოუ. ამერიკელი მოცურავე. 200 მეტრზე ბატერფლაისა და თავისუფალი სტილით ცურვაში, 1996წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ვერცხლის ორი მედალი.

1979. ალექსანდრ მიხაილინი. რუსი ძიუდოისტი. 2001 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ორგზის ჩემპიონი.

0.115236