ფეხბურთი

3:12 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტეემუ პუკი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა

„ნორვიჩ სიტის“ ფინელი თავდამსხმელი ტეემუ პუკი პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ 29 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის საწყის ორ მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო.

პუკის აქამდე არასდროს უთამაშია ინგლისის ელიტარულ დივიზიონში, მაგრამ ახალხან დაწყებულ სეზონში ბრწყინავს. ჯერ „ენფილდზე“ „ლივერპული“ დაამწუხრა, ხოლო მეორე ტურში „ნიუკასლთან“ მოგებულ მატჩში (3:1) საერთოდაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ პუკი „ნორვიჩის“ პირველი ფეხბურთელი გახდა ეფან ეკოკუს შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგის ერთ შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. ეკოკუ მსგავსი შედეგით 1993 წელს, „ევერტონის“ წინააღმდეგ გამოირჩა.

0.112904