სხვა

0:15 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსანთა ჩემპიონატის რეკორდული დასასრული

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში მოსულმა გულშემატკივარმა რეკორდი იხილა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თბილისურ ფიცარნაგზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე 3 წლის წინ სწორედ 17 აგვისტოს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ძალოსანმა ეს დღე კიდევ ერთი რეკორდით გაალამაზა.
გაგაცობთ ჩემპიონ-პრიზიორებს წონითი კატეგორიების მიხედვით:

109 კგ.
1. აკაკი ტალახაძე (საჩხერე) – 147, 184, 331
2. მირზა დავითაძე (აჭარა) – 117, 145, 262
3. ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი) – 110, 153, 255

+109 კგ.
1. ლაშა ტალახაძე (საჩხერე) – 219, 255, 474
2. ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – 175, 202, 377
3. თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) – 165, 180, 345

ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამარჯვებულები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდნენ, სადაც პირველი ადგილი აჭარამ მოიპოვა 246 ქულით, მეორე ადგილზე ქუთაისი გავიდა 241 ქულით, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი საჩხერის გუნდი გახდა 236 ქულით.
ასევე გაირკვა სინკლერის სპეციალური სიით საუკეთესო ექვსეულიც. გაგაცნობთ შედეგებს:

1. ლაშა ტალახაძე - 474,0
2. ანტონ პლესნოი - 434,74
3. რევაზ დავითაძე - 425,17
4. შოთა მიშველიძე - 424,83
5. არჩილ მალაყმაძე - 410,8
6. გოგა ჩხეიძე - 406,2

0.151006