ჭიდაობა

23:50 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა 2 ვერცხლის მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ტალინში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა ორი მოიპოვა.

ქართველი კლასიკოსებისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა 63 და 87 კილოგრამამდე წონითი კატეგორიები.

ლერი აბულაძემ (63 კგ.) ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ აბუ მუსლიმ ამაევთან 3:5 დამარცხდა. აბულაძემ ფინალამდე უკრაინელი, უზბეკ, ბულგარელიდა ირანელი მეტოქეები დაამარცხა.

ჩემპიონობამდე დააკლდა ნაბიჯი ასევე გიორგი ქაცანაშვილს (87 კგ.), რომელმაც ფინალში რუს ილია ერმოლენკოსთან 0:2 დათმო შეხვედრა. გადამწყვეტ ორთაბრძოლამდე ქაცანაშვილმა ირანელი, იაპონელი, შვეიცარიელი და ბელარუსი მოწინააღმდეგეები დაჯაბნა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მძიმეწონოსან ვასილ ხვისტანს (125 კგ.), თუმცა, მე-3 ადგილისთვის დაპირისპირება თურქ მუჰამეტ ჰამზა ბაკირთან 1:5 წააგო.

0.112816