კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის "დინამომ" "ჩიხურას" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მასპინძელთაგან დუბლი ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თავი 59-ე და 68-ე წუთებზე გამოიჩინა.
ამრიგად, ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და დროებით პირველ ადგილზე გადავიდა. უახლოეს მდევრებს თბილისის "დინამოს" და "საბურთალოს" შესაბამისად ორი და სამი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და ბათუმელებს ორი და ოთხი ქულით ჩამორჩებიან. გია გეგეჩაძის გუნდს 46 ქულა აქვს.
"ჩიხურა" კი მეექვსე ადგილზე 28 ქულით იმყოფება. მომდევნო მატჩს საჩხერელები შინ "ლოკომოტივთან" ჩაატარებენ, ხოლო "დინამო" სტუმრად ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება.