ფეხბურთი

20:04 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანშეშს "ბაიერნიდან" წასვლა სურს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი რენატუ სანშეში "ბაიერნში" თამაშით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება უნდა. "ჰერტასთან" ფრედ დასრულებულ (2:2) ბუნდესლიგის პირველ ტურის მატჩში 21 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ხუთი წუთი ითამაშა.

"ჩემთვის კარგი სიტუაცია არაა. უკვე მეორედ ვცდილობ გუნდის დატოვებას, თუმცა არ მიშვებენ. ხუთი წუთი ჩემთვის საკმარისი არაა." - განუცხადა Sport1-ს პორტუგალიელმა.

სანშეში გასულ სეზონში "ბაიერნის" მაისურით მოედანზე საშუალოდ ერთ მატჩში 33 წუთს ატარებდა და 24 მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

0.159717