მოსკოვის „სპარტაკმა“ ნიკოლოზ ქუთათელაძეს კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ცნობა რუსული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ოფიციალური განცხადების მიხედვით „სპარტაკი“ ქუთათელაძეს წარმატებებს უსურვებს და წერს, რომ მისი დებიუტი მეორე გუნდში მოსკოვის ცსკა-სთან დაპირისპირებაში შედგება. თუმცა, ნახსენები არაა ხელშეკრულების პირობები და ხანგრძლივობა.
შეგახსენებთ, 18 წლის ქართველი „სპარტაკამდე“ საფრანგეთში, „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიაში ირჯებოდა. ამრიგად, "სახალხო გუნდში" ორივე ქართველი ითამაშებს - ჯანო ანანიძე და ნიკოლოზ ქუთათელაძე.