სხვა

18:50 | 17.08.2019 | ნანახია 935 - ჯერ

პლესნოის რეკორდები საქართველოს პირველობაზე

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე მიმდინარე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე დასკვნითი დღე 96 და 102 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძალოსნებმა გახსნეს.

ასპარეზობაზე ანტონ პლესნოიმ საქართველოს 5 რეკორდის დამყარება შეძლო. ძალოსანმა ატაცში სარეკორდო ზღვარს 11 კილოგრით გადააჭარბა, აკვრაში 2 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში 13 კილოგრამით.

96 კგ.
1. ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145, 178, 323
2. ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 143, 175, 318
3. საბა ანთაური (თბილისი) - 123, 160, 283

102 კგ.
1. ანტონ პლესნოი (თბილისი) – 181, 212, 393
2. გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135, 160, 295
3. ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124, 155, 279


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:01 | 17.08.2019
federer (17) (15576)

ეს შედეგი 96 კილოსთვის ნამდვილად კარგია, მაგრამ 102 კილოსთვის რამდენად გამოადგება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში არ ვიცი.

22:09 | 17.08.2019
federer (17) (15576)

ახლა გადავხედე ევროპის ჩემპიონატის შედეგებს და პლესნოის შედეგი 2 კილოგრამით მეტია ევროპის ჩემპიონის შედეგზე და უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, მაგრამ ეს წონები 96 კილოში რომ გააკეთოს ხომ საერთოდ ფანტასტიკური შედეგი იქნება.

21:14 | 18.08.2019
ალექსანდრე (6188)

უბრალოდ 102 არაოლიმპიური წონაა

21:43 | 18.08.2019
federer (17) (15576)

ხო ეგ დავწერე ქვემოთაც და მაინტერესებს პლესნოიმ წონაში მოიმატა თუ უბრალოდ გამოვიდა მძიმე წონაში როგორც ხდება ხოლმე ხანდახან, როცა სპორცმენი თავდაჯერებულიაა.

20:08 | 17.08.2019
toshihiko (1309)

ანასტასია გოტფრიდი სადაა?

21:03 | 17.08.2019
jikha (947)

და ქალებში ჩემპიონატი ტარდება საერთოდ?

22:11 | 17.08.2019
federer (17) (15576)

რა ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს 10 სპორცმენი არ გვეყოლებაა.

17:21 | 17.08.2019
federer (17) (15576)

პლესნოი 96-ში ხო გამოდიოდა?
მგონი ოლიმპიური წონა ეგააა.

17:21 | 17.08.2019
federer (17) (15576)

რაც წონები შეიცვალა ცოტა ავიჭერიი.

0.121246