ფეხბურთი

16:22 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის მორიგი ბუნდესლიგური რეკორდი

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა. პოლონელი 2015 წლიდან მოყოლებული პირველი ტურში ახერხებს თავის გამოჩენას.

ასეთი მიღწევით და აქამდე არავის დაუკვეხნია, შესაბამისად, ლევანდოვსკი აღნიშნული რეკორდის მფლობელი გახდა.

რობერტმა ბერლინის „ჰერტა“ ორჯერ დაამწუხრა, მაგრამ ეს დუბლი „ბაიერნს“ დიდად ვერაფერში წაადგა და დედაქალაქურ გუნდთან საკუთარ მოედანზე ორი ქულა დაკარგა (2:2).

აქვე გეტყვით, რომ ლევანდოვსკიმ ზედიზედ ხუთ გახსნით მატჩში „ჰამბურგს“, „ვერდერს“, „ლევერკუზენს“, „ჰოფენჰაიმს“ და „ჰერტას“ გაუტანა.

0.119235