დღეს, იტალიასა და მონტენეგროში ევროპის 16 წლამდე ვაჟთა ჩემპიონატის A და B დივიზიონების დასკვნითი მატჩები გაიმართება. ორივე ქვეყანაში საპრიზო ადგილების მატჩებს საქართველოს წარმომადგენლები მოემსახურებიან.
მონტენეგროში, ევროპის B დივიზიონის ფინალს, რომელშიც ერთმანეთს ჰოლანდია და პოლონეთი შეხვდებიან, მაკა კუპატაძე მოემსახურება. ეს გახლავთ კუპატაძის მეორე ფინალი მიმდინარე თვეში. 4 აგვისტოს, მაკა გოგონათა C დივიზიონის სატიტულო მატჩს მოემსახურა, რომელშიც სომხეთმა მალტა დაამარცხა.
რაც შეეხება იტალიის ქალაქ უდინეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონს, ჩვენთვის საინტერესო მე-3 ადგილისთვის მატჩია. ბრინჯაოს მედლებისთვის მასპინძელი იტალია რუსეთს დაუპირისპირდება და ამ მატჩის კომისარი იქნება მერაბ რატიშვილი. მე-3 ადგილისთვის მატჩს რატიშვილი გასულ ივლისს, ქალთა ევრობასკეტზეც მოემსახურა, რომელშიც სერბეთმა დიდი ბრიტანეთი 81:55 დაამარცხა.
www.gbf.ge