უეფას ვერსიით 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზს „ბარსელონას“ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელი მესი მიიღებს.
ამის შესახებ, თურქულ მედიაზე დაყრდნობით Tuttosport-ი იტყობინება.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად გამართული ხმის მიცემის შედეგად, 32 წლის მესიმ დანარჩენ ორ ფინალისტს არცთუ ცოტათი მოუგო: მესიმ 252 ქულა დააგროვა, „ლივერპულის“ ჰოლანდიელ ფეხბურთელსვირჯილ ვან დეიკს 224 ქულა ერგო, ხოლო „იუვენტუსის“ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს - 181 ქულა.
ოფიციალურად გამარჯვებული 29 აგვისტოს მონაკოში დასახელდება. იქვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.
გასულ სეზონში მესი „ბარსას“ რიგებში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან „ლივერპულთან“ დამარცხდა, ხოლო ესპანეთის თასის ფინალში „ვალენიასთან“ წააგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შეიძლება ვაბშე რეალში არ წავიდეს და სხვა გუნდი აირჩიოს
ან ამ ტელევიზიამ რა ჩემი ფეხები იცის
პერესი იასნია ფულს უჭერს
პერეს არ უნდა ჯერ მისი ხილვა აქ
ერთი სეზონი კიდე პარიზში რჩება, ეგ გადაწყვეტილი ამბავია