საქართველოს 17-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა.
ქართველმა წყალბურთელებმა დასკნითი შეხვედრა ხორვატიასთან ჩაატარეს და პირველი ტაიმი ფრედ (3:3) დაასრულეს, საბოლოოდ კი, ფავოროტად შერაცხულ მეტოქესთან 6:11 (2:0, 1:3, 1:4, 2:4) დამარცხდნენ.
ხორვატებს საქმე მალტურ-გერმანულმა მსაჯთა ბრიგადამაც გაუადვილა, რომელმაც მასპინძლები 24-ჯერ დააჯარიმა, 6 (!) წყალბურთელი გაუძევა და სტუმრებს პენალტი 5-ჯერ დაარტყმევინა.
გასულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კაპიტანი ლუკა ალავიძე იყო 3 გოლით, ვალიკო დადვანმა დუბლი შეასრულა, ერთხელ კი თავი ლუკა ჩიქოვანმა გამოიჩინა.
ევროპის ჩემპიონატი 18 აგვისტოს დასრულდება. ხვალ, ნახევარფინალებში ერთმანეთს ესპანეთი-უნგრეთი და საბერძნეთი-იტალია გაეჯიბრებიან, მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლას კი რუსეთი-მონტენეგრო და სერბეთი-გერმანია განაგრძობენ.