ფეხბურთი

22:38 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიოპი "სელტაში" დაბრუნდა

"ლიონმა" ესპანელი ნახევარმცველი პაპ დიოპი "სელტაში" გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ვიგოელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. საიჯარო შეთანხმება ესპანელებს ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდა და გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს.

დიოპი "სელტას" აკადემიის აღზრდილია და ;ირველ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. ერთი სეზონის შემდეგ პაპი "ლიონმა" 10 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ ორ სეზონში ესპანელმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111799