ფეხბურთი

22:15 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლეჩემ" ფარიასი ინათხოვრა

"კალიარის" ბრაზილიელი შემტევი დიეგო ფარიასი მომდევნო სეზონს სერია A-ში დაბრუნებულ "ლეჩეს" რიგებში იჯარის წესით გაატარებს. როგორც "კალიარის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, თუ "ლეჩე" იტალიის ჩემპიონატიდან არ გავარდება, მაშინ გამოსყიდვის უფლება ექნება. სამხრეთამერიკელის იჯარა 1.5 მილიონი ევრო დაჯდა.

ფარიასი "კიევოს" აკადემიის აღზრდილია და "ლეჩე" მისთვის მერვე გუნდი იქნება. გასულ სეზონის ნახევარი დიეგომ "კალიარის" და "ემპოლის" რიგებში გაატარა და იტალიის ჩემპიონატის 32 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფარიასის სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

0.123452