"რომამ" "გენჩლერბირლიგის" აწ უვე ყოფილი მცველი მერტ ჩეტინი დაიმატა. როგორც "მგლების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
22 წლის მოთამაშის სანაცვლოდ "რომამ" 3 მილიონი ევრო გაიხადა. ასევე, იმ შემთხვევაში თუ იტალიელები ჩეტინის მომავალში 5 მილიონზე მეტად გაყიდიან, თურქული კლუბი ტრანსფერის ღირებულების 10 პროცენტს მიიღებს. მერტი "რომაში" 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.