ჩოგბურთი

20:58 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ფინალშია!

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უკრაინულ ირპინში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშების ფინალში ითამაშებს.

დღეს, ცივაძისა და უკრაინელი ვლადისლავ ორლოვის მე-2 ნომრად განთესილი დუეტი იტალიურ-უკრაინულ წყვილს (ფრანჩესკო ბესირე-ოლეკსი კრუტიხი) გაეჯიბრა და 6:4, 7:6 (7:1) მოიგო.
ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები გადამწყვეტ მატჩში მე-3 რეიტინგით მოთამაშე საგადატ აიაპსა და ვასკო მლადენოვს ეთამაშებიან. ყაზახურ-ბულგარულმა წყვილმა უკრაინულ დუეტს (ბელობოროდკო-მაშტაკოვი) 6:3, 2:6, 10:5 მოუგო.

0.116824