ფეხბურთი

17:15 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი ტრავმირებულია

ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რეალს" გუნდის ახალწვეული ედენ აზარი "სელტასთან" მატჩში ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებვერდი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, აზარს მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აწუხებს.

"სელტა" - "რეალის" შეხვედრა 17 აგვისტოს თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

ზაფხულში "რეალმა" "ჩელსიდან" აზარი 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

0.1181