თამაშგარე

13:47 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაიარა - “ბოტაფოგოს“ ტრფიალი

ზედმეტად მომატებული წონის გამო საპოდიუმე ფიცარნაგიდან უდროოდ წასული ბრაზილიელი ყოფილი მოდელი, მაიარა კასტრო ზოგადად სპორტის დიდი ქომაგია და სადაც კი ბრაზილიელი სპორტსმენი მონაწილეობს, ქომაგები ყველგან ამ გავაფართო ქალბატონის განიერ სილუეტს ლანდავენ.

თუმცა, მაიარა კასტოს თავისი გამორჩეული სიყვარულიც გააჩნია და ეს ბრაზილიის საფეხბურთო კლუბი “ბოტაფოგოა“. რიო დე ჟანეიროულ კლუბს გადამდგარი მოდელი ბავშვობიდან ქომაგობს და ასეთი ერთგული ქომაგობით ამ გუნდის ისტორიის ერთ-ერთი ნაწილიც გახდა.

ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატი როგორც იცით მეტად უცნაური გათამაშებაა, რომლის ფორმატიც ხშირად იცვლება. თუმცა, არ იცვლება ქომაგების ერთგულება და სიყვარული, რისი თვალნათელი მაგალითიც სენიორა მაიარაა, რომელსაც ისიც კი აქვს ნათქვამი, რომ ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებზე მეტად გული სწორედ “ბოტაფოგოზე“ შესტკივა.

0.119638