ფეხბურთი

10:17 | 16.08.2019 | ნანახია 1698 - ჯერ

აზარმა მადრიდში 11 მილიონიანი სახლი შეიძინა

„რეალის“ ახალწვეულმა, ედენ აზარმა, მადრიდში შეიძინა სახლი, რომელიც დაახლოებით 11 მილიონი ევრო ღირს. Daily Mail-ს ცნობით, სახლი ლა ფენსას რაიონშია, სადაც ბევრი მისი რეალელი თანაგუნდელი ცხოვრობს.

თანამედროვე შენობაში, რომელიც არქიტექტორმა, ხოაკინ ტორესმა დააპროექტა, ედენის, მისი მეუღლის ნატაშას, შვილების იანისის, საშასა და სამის განკარგულებაში აუზი, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, კინოთეატრი და საჩოგბურთო კორტია.

აზარი „რეალში“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:47 | 17.08.2019
dinamo222 (8587)

ეს სიმახინჯე ჯანდაბას და გუშინ რუსულმა მატჩ პრემიერმა პატარასიუჟეტი მიუძღვნა რუბინის ქართველებს და გამოაცხადა რომ რუბინი ცსკა ს და კრასნოდარი-რუბინის თამაშზე მანჩესტერ იუნაიტედის სკაუტები იყვნენ ქართველებს აკვირდებოდნენო! კერძოდ ვის აკვირდებოდნენ არ უთქვამთ სამივეს თუ მარტო კვარაცხელიას ან დავითაშილს და ეს ალბათ მართალია იმიტომ რომ პირველმა წყარომ თქვა და საერთოდ მაგ ტელეკომპანიას არ უყვარს ჭორაობა

14:32 | 17.08.2019
dinamo222 (8587)

ეს რა სიმახინჯეა ამას ერთი ლაზათიანი იმერული 2 სართულიანი ოდა სახლი თუ არ მერჩიოს მე ვიყო საბურთალოს ფეხბურთელი !

19:21 | 16.08.2019
ლორნ მალვო (68)

აქ რომელი "ნაშა" არ ამოგყვება :დ

13:59 | 16.08.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

თემქის ძველ უნივერმაღს გავს

12:27 | 16.08.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

პეტერბურგის საზღვაო უნივერსიტეტი მეგონა

11:39 | 16.08.2019
london (1032)

ეს სახლია თუ ჰიპერმარკეტი?

0.121804