ჩოგბურთი

11:23 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა რუბლიოვთან წააგო

ცინცინათი მასტერსის 1/8-ფინალში დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ანდრეი რუბლიოვთან 6:3, 6:4 დამარცხდა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.

პირველ სეტში, რუსი 3:1 დაწინაურდა და როჯერმა ბრეიკის შესრულება ვეღარ მოახერხა. მეორე პარტიაში კი 3:3-ზე, ფედერერმა თავის ჩაწოდება დაკარგა და ცინცინათის მასტერსს დაემშვიდობა.

ანდრეი და როჯერი კარიერაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ.

მომდევნო ეტაპზე რუბლიოვი თავის თანამემამულეს დანილ მედვედევს შეხვდება.

ამ ტურნირის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუბლიოვთან 7:6, 4:6, 2:6 წააგო.

0.123565