ფეხბურთი

10:48 | 16.08.2019 | ნანახია 0 - ჯერ

სანჩესის ზღაპრული ხელფასის ამბავი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩანს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ვერ მოახერხებს ალექსის სანჩესის გაყიდვას, რომელიც ვერ მოერგო გუნდს. პრობლემა ჩილელის ძალიან დიდი ხელფასია.

Daily Mail-ის ცნობით, სანჩესი, საკუთრივ ხელფასის გარდა - 300 ათასი გირვანქა კვირაში - კიდევ 100 ათასს თავისი იმიჯის გამოყენებისთვის იღებს. ასევე, სეზონში მას 5 მილიონს მისცემენ თუ 30-ჯერ მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში.

არსებობს კიდევ ბონუსები და სადაზღვევო გადახდები, რაც ჯამში დაახლოებით 560 ათას გირვანქას (610 ათასი ევრო) შეადგენს.

დამატებით 5 მილიონს „მანჩესტერი“ მის აგენტს უხდის.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:47 | 30.08.2019
ტადაჰირო ნომურა (176)

ასეთი ლიპო არ მახსოვს არ უნდოდა ჭიდაობა

14:29 | 30.08.2019
barcelona1991 (4821)

ეეჰ წააგო ესეც

14:24 | 30.08.2019
barcelona1991 (4821)

აბა წავიდაა ლიპოოო მედალს იმედია დადებს.

0.066131