„რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, მადრიდის ერთ-ერთ ბანკს მოელაპარაკა კრედიტის შესახებ - წერს Sport.es. წყაროს ინფორმაციით, თანხა რამდენიმე დღეში აისახება „სამეფო კლუბის“ ანგარიშზე და ის „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის საყიდლად დაიხარჯება.
უკვე მომავალ კვირას პერესი მოლაპარაკებების განახლებას აპირებს ნეიმართან დაკავშირებით. ფეხბურთელის აგენტი პინი ზაჰავი უკვე ესაუბრა „რეალის“ წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა მადრიდელთა წინადადება განიხილოს, რადგან „ბარსელონაში“ მისი დაბრუნება, ჩანს, ვეღარ მოხერხდება.
„რეალი“ ნეიმარში სავარაუდოდ, 100-120 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.