ფეხბურთი

9:04 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი „ატლეტიკთან“ მატჩს გამოტოვებს

„ბარსელონას“ კაპიტანი, ლიონელ მესი, ბილბაოს „ატლეტიკთან“ პრიმერას პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელიც დღეს, 16 აგვისტოს გაიმართება - წერს Sport.es.

კატალონიელთა 32 წლის მთავარვარსკვლავმა ჯერაც ვერ მოიშუშა კუნთის ტრავმა. გუშინ მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს განაცხადში არ იქნება.

ტრავმის მიღების შემდეგ, მესის არცერთხელ უვარჯიშია საერთო ჯგუფში და არც წინასასეზონო ტურში მიუღია მონაწილეობა, რომელიც „ბარსელონამ“ აშშ-ში გამართა.

გასულ სეზონში არგენტინელმა „ბარსას“ მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 51 ბურთი გაიტანა და 22 საგოლე პასი მიითვალა. კატალონიურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

0.100149