ფეხბურთი

0:54 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელის ვისენტე: "კმაყოფილი ვარ, შეიძლებოდა "ფეიენოორდის" ბარიერის დაძლევაც"

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი ფელის ვისენტე ევროპა ლიგაზე მისი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილია. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, შესაძლებელი იყო „ფეიენოორდის“ ბარიერის დაძლევაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, კმაყოფილია და ამაყობს თავისი ფეხბურთელებით.

„მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ, შესაბამისად, შედეგით უკმაყოფილო ვართ. თუმცა, არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ მუშაობას. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ვფიქრობ დღეს კარგად ვითამაშეთ.

შენგელია? ამ დროისთვის არ ვიცი დარჩება თუ არა ჩვენთან, ეს უფრო სპორტული დირექტორისა და პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მთავარი კოლექტიურობაა და არა ინდივიდუალურობა. შენგელია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ მთავარია გუნდურობა.

გარემოებებიდან გამომდინარე თავდამსხმელის გარეშე მოგვიწია თამაში, რადგან კუტალია დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო კარიკარი ტრავმირებული. მიუხედავად ამისა, მეტოქეს წინააღმდეგობა გავუწიეთ და შეგვეძლო გამარჯვების მოპოვებაც, რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა. პირველ მატჩში მე-80 წუთამდე 1:0 იყო და რომ არ მსაჯის გადაწყვეტილება და ბოლო 8 წუთში მომხდარი სხვა საშინელებები შეიძლებოდა ახლა მომდევნო ეტაპზე გვესაუბრა. ჩემი აზრით, შულაიას როტერდამში პირველი ყვითელი ბარათი ეკუთვნოდა, მაგრამ მეორე - არა. გაძევება ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება იყო.

მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის ევროპის ლიგაზე ასპარეზობით, ადვილი არაამ ზედიზედ 4 თამაში გოლის არგაშვება. „ფეიენოორდი“ კი ძალიან ძლიერი მეტოქე იყო, თუმცა, ვიმეორებ, შეიძლებოდა ამ ბარიერის დაძლევაც, რომ არა ხსენებული ფაქტორები. ახლა კი, ჩვენი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ლიგაში ჩემპიონობა იქნება“, - აღნიშნა ვისენტემ.

შეგახსენებთ, „დინამომ“ ევროპა ლიგაზე „ენგორდანი“ ორი მატჩის ჯამში 7:0, „გაბალა“ 5:0 დაამარცხა, ხოლო „ფეიენოორდთან“ 1:5 თავად დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117738