კალათბურთი

0:10 | 16.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი 16-წლამდელების გამარჯვება ნორვეგიასთან

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ადგილზე დასრულების შემდეგ, მეჩვიდმეტე-ოცდამეოთხე პოზიციებისთვის ბრძოლაზე გადაერთო და ნორვეგიას 78:62 (17:11, 23:18, 22:14, 16:19) სძლია.

გასულ შეხვედრაში 6 და მეტი ქულა ერთბაშად 8 ქართველმა კალათბურთელმა ჩააგდო, საუკეთესონი კი სანდრო კასაბური (15 ქულა, 11 მოხსნა), გიორგი მესხი (14 ქულა), ლუკა ლიკლიკაძე (10 ქულა) და გიორგი მახნიაშვილი (10 ქულა) იყვნენ. ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ლუკა ხუციშვილს – 9 ქულა, 8 მოხსნა.
ახლა, ქართველი კალათბურთელები ბრძოლას მეჩვიდმეტე-მეოცე ადგილებისთვის განაგრძობენ და 16 აგვისტოს მათი მომავალი მეტოქე ბელარუსი იქნება, რომელმაც დღეს ავსტრიას 76:56 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ბ დივიზიონის ევროპირველობის მატჩებს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა მასპინძლობს, ამ დონის 3 საუკეთესო ნაკრები კი ა დივიზიონში თამაშის უფლებას მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალებში ერთმანეთს ჰოლანდია-დანია და პოლონეთი-მონტენეგრო დაუპირისპირდებიან.

0.114626