ფეხბურთი

23:18 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" ლოვრენის დამატებასთან ახლოსაა

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" მცველი დეიან ლოვრენი "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა. როგორც Sky Sport Italia იუწყება, "მგლებს" ფეხბურთელის იჯარით დამატება უნდათ, გამოსყიდვის უფლებით. როგორც ცნობილი ხდება, ერთი სეზონის შემდეგ იტალიელები ინგლისელებს 25 მილიონ ევროს გადაუხდიან.

გამოცემის ცნობით, იტალიური კლუბი ფეხბურთელს უკვე შეუთანხმდა და მოლაპარაკებას "ლივერპულთან" აწარმოებს. ლოვრენი "წითლებს" 2014 წელს "საუთჰემპტონიდან" შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 170 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ხორვატს მატჩი არ ჩაუტარებია.

0.112438