ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის "დინამომ" "დინამო არენაზე" "ფეიენოორდთან" ჩაატარა და ფრედ 1:1 დაასრულა. პირველი დაპირისპირება ჰოლანდიელებს 4:0 ჰქონდათ მოგებული და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
შეხვედრაში ანგარიში 52-ე წუთზე ლევან შენგელიამ გახსნა, როდესაც სტუმართა მცველის შეცდომის შემდეგ ნოდარ ქავთარაძემ მეკარესთან პირისპირ დატოვა და ტავის გამოჩენა არ გაჭირვებია. ხუთ წუთში კი სტუმართა ბრაზილიელმა მცველმა ბოტეგინმა გაათანაბრა ანგარიში.
ამრიგად "დინამომ" "ენგორდანის" და "გაბალას" დამარცხების შემდეგ, ჰოლანდიური გუნდის ბარიერი ვერ დაძლია და საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.
"დინამო" - "ფეიენოორდი" 1:1 (0:0)
თბილისი, "დინამო არენა"
"დინამო": პერალესი, მონხილი, მედიუბი, კობოური (შიშკა 37), რუხაია, პაპავა, ნინუა, ქიმაძე (აზაროვი 80), შენგელია, ქარდავა, ქავთარაძე (იაშვილი 69);
მთავარი მწვრთნელი: ფელის ვისენტე
"ფეიენოორდი": ვერმეერი, ჰაპსი (მალასია 70), ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი, გერტრუიდა, კოკსუ, ტაპია (კელი 70), ბურგერი, ნარსინგი, ლარსონი, ბერგუისი (ბანისი 79);
მთავარი მწვრთნელი: იაპ სტამი