ფეხბურთი

20:56 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

უნდერმა "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

თურქეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ჯენგიზ უნდერმა "რომასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "მგლების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

უნდერი იტალიურ გუნდში 2017 წელს "ბაშაკშეჰირიდან" გადავიდა. მას შემდეგ თურქმა "რომას" მაისურით 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 14 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. თურქეთის ეროვნულ ნაკრებში ჯენგიზმა 19 შეხვედრაში თავი ექვსი გოლით გამოიჩინა.

0.116575