სხვა

14:10 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი დოპინგთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას ეწვევა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი მონაწილეობას მიიღებს სპორტში დოპინგთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც 5-7 ნოემბერს პოლონეთის კატოვიცე უმასპინძლებს.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციის სპიკერთა შორის იქნებიან პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტი იან იანი და პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი ვიტოლდ ბანკა, რომელიც 7 ნოემბრისთვის ჩანიშნულ WADA-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატია.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სუფთა სპორტის განვითარებას, გლობალურ ანტისადოპინგო პროგრამას, დაამტკიცებენ WADA-ს ანტისადოპინგპო კოდექსის ახალი ვერსიას, რომელიც ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან. ასევე გაიმართება WADA-ს ხელმძღვანელის არჩევნები.

www.geonoc.org.ge

0.105817