კალათბურთი

13:20 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

დარბაიძე მონტენეგროში ითამაშებს

21 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკა დარბაიძე კარიერას მონტენეგროს ჩემპიონატსა და ადრიატიკის ლიგა 2-ში მოთამაშე “ლოვჩენში” გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ დარბაიძემ გასული სეზონი საქართველოს სუპერლიგის ბინადარ “ოლიმპში” გაატარა, სადაც ოც მატჩში მისი საშუალო მონაგარი 10.3 ქულა, 4.6 მოხსნა, 1.8 პასი და 1.2 ჩაჭრა იყო.
ცნობისთვის, “ლოვჩენმა” მონტენეგროს ჩემპიონატის გასულ სეზონში რეგულარული პირველობა 6 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულა, ნახევარფინალში კი გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტთან” 0:2 დამარცხდა.
რაც შეეხება ადრიატიკის ლიგა 2-ს, იქ, მონტენეგროელებმა 11-11 მოგება-წაგება მიითვალეს, მე-6 შედეგი დააფიქსირეს და საპლეიოფო ოთხეულში ვერ მოხვდნენ.

0.146512