ფრანგული ლიგა 1-ის ახალი სეზონის პირველ მატჩში, „მონაკომ“ შინ „ლიონთან“ 0:3 წააგო. ამასთან, უკვე 30-ე წუთზე, მსაჯმა უხეში თამაშისთვის მასპიძელი სესკ ფაბრეგასი გააძევა.
ლიგის სადისციპლინო კომისიამ იმსჯელა და 32 წლის ფეხბურთელს სამმატჩიანი დისკვლიფიკქცია გამოუტანა.
ეს სესკის მესამე გაძევებაა კარიერაში. მანამდე ის წითელი ბარათით „არსენალსა“ და „ჩელსიში“ გარჯისას დასაჯეს.