ფეხბურთი

10:23 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანი:“ ეს გიჟური კვირა იყო“

„ლივერპულის’“ ახალწვეული მეკარე, ადრიანი, რომელმაც წუხელ სუპერთასის მატჩში „ჩელსისთან“ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია, ჟურნალისტებთან ემოციებს ვერ მალავდა.

„ეს გიჟური კვირა იყო. ძალიან მიხარია გუნდის გამარჯვება. ბედნიერი ვარ, რომ „ლივერპულში“ ვთამაშობ. მატჩი ხანგრძლივი გამოდგა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ფანტასტიკურად დამთავრდა.“ - ციტირებს ადრიანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

წუხელ სტამბოლში, უეფას სუპერთასის მატში, „ლივერპულმა“ „ჩელსი“ დაამარცხა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერიაში. ბოლო დარტყმა „ლივერპულში“ ახლახან გადასულმა ესპანელმა მეკარემ, ადრიანმა ტამი აბარჰამს აუღო და შეხვედრის გმირიც გახდა.

მისი დებიუტი კი „წითლების“ რიგებში გასულ უქმეებზე შედგა, პრემიერლიგის პირველ ტურში, „ნორვიჩთან“ (4:1) მატჩში, როცა ტრავმირებული ალისონი შეცვალა.

0.113761