მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, „ლივერპულის“ შემტევ სადიო მანეს დაუკავშირდა და თითქოს დაითანხმა „სამეფო კლუბში“ გადასვლაზე, თუმცა ვითარებას მადრიდელთა პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის პოზიცია ართულებს - წერს Soccer Link.
პერესს მიაჩნია, რომ როდრიგოსა და აზარის ტრანსფერების შემდეგ, ამ ეტაპზე მათ მანე არ სჭირდებათ. „ლივერპულსაც“ არ აქვს სურვილი სენეგალელ ვარსკვლავთან განშორებისა.
მანემ ევროპული კარიერა ფრანგულ „მეცში“ დაიწყო 2010 წელს. ორი წლის შემდეგ ზალცბურგის „რედ ბულში“ გადაბარგდა. შემდეგ ერთ ხანს „საუთჰემპტონში“ ითამაშა და 2016 წელს „ლივერპულში“ აღმოჩნდა.
მერსისაიდელებთან ერთად, მანემ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. წუხელ კი უეფას სუპერთასს დაეუფლა. თან „ჩელსისთან“ მატჩის ერთ-ერთი გმირი გახდა - დუბლი მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შემტევი ნახევარმცველი ანუ 8 ნომერი,ცენტრფორვარდი ანუ 9 ნომერი,გამთამაშებელი ანუ 10 ნომერი და ვინგერი ანუ 11 ნომერი ყველაფერი ერთად იყო ტიპი კარიერაში.მესისნაირი ფეხბურთელი არ განმეორდება რაც არ უნდა გულზე ხვდებოდეს ვინმეს ეს ყველაფერი სიმართლეა.ჯერ მარტო ისაა საქმე რომ ვიზეც არ უნდა დაიწყო საუბარი ფეხბურთში ბოლოს მაინც მესისთან მიდიხარ.ყველა საფეხბურთო გზა მესისთან მიდის)))ფეხბურთის პატალოკი არის მესი და ყოველთვის ასე იქნება სანამ ვინმე უფრო მაგარი არ გამოჩნდება რაც ძნელად სავარაუდოა.ერთ კაცში ამდენი საფეხბურთო თვისებები მართლა შეუძლებლად ჩანდა და ჩანს დღესაც კი მიუხედავად იმისა რომ მესის ყველა ვხედავთ წლებია უკვე და მიჩვეულები ვართ მისგან ყველგან ყველაფრის თამაშს
ცრუ 9-იანიც შეგვიძლია მივამატოთ მაგ პოზიციებს)))ასე იცის ფეხბურთელმა რომელსაც ქონდა ნ1 დრიბლინგი ისტორიაში,მოედნის ხედვა სუპერი,გადაცემები სუპერი,ბურთის კონტროლი სუპერი,ტვინის სისწრაფე სუპერი და რამდენი რამ კიდევ ყველაფერს რა ჩამოთვლის)))ბერდება ლეოც დროის წინააღმდეგ ყველა უძლურია
დაჟე 11 ნომერიც იყო მესი ანუ ვინგერი და ახლაც გადადის ფლანგზე ზოგჯერ.8-9-10-11 ყველა პოზიცია აითვისა კარიერაში და თან უმეტესად ერთ თამაშში თამაშობდა ხოლმე ყველგან ყველა პოზიციაზე
აზარის მინუსი დღეს არის ასაკი,28 წლის არის უკვე და ისეთი სახელი არ აქვს კიდევ რაც იდეაში უნდა ქონდეს მისი დონის ფეხბურთელს და მესი-რონალდოს ორი მონსტრის ეპოქის ბრალია ეგ ყველაფერი.აზარი-ნეიმარის დუეტი დაიჩაგრა ამ ორის ეპოქაში,აი მბაპეს კი მაგრად გაუმართლა მაგმხრივ,20 წლისაა ჯერ და 2-3 წელში ნაღდად დამთავრდება უკვე მესი-რონალდო რითაც მბაპეს შეუძლია სარგებლობა,აზარი-ნეიმარი კი 30 წელს მიუკაკუნებენ მაგ დროს.მანე-სალაჰისნაირები ყოველთვის იქნებიან ფეხბურთში მასე არ დაეცემა ფეხბურთი,აზარისნაირი კი უფრო რთულად სანახავი იქნება.მესი-რონალდოზე აღარაფერს ვიტყვი მითუმეტეს მესიზე რომლის მსგავსიც საერთოდ გამოჩნდება თუ არა კიდევ კაცმა არ იცის.8-9-10 ნომრებზე თანაბრად მოთამაშე უძლიერესი ტექნიკის და ტვინის პატრონი სტაბილური ფეხბურთელი
რა როდრიგო ან რა აზარი მანე ორივეს ერთად ჯობია მაგრამ კლოპი გამოუშვებს?????????
ვის ჯობია მანე ორივეს ერთად?ნუ როდრიგო არავინაა ჯერ და ბუნებრივია ვიზეც ვაკეთებ აქცენტს მარტივი მისახვედრია.აზარს ჯობია მანე?მანე კი არა აზარს სალაჰი-ფირმინო-მანეს ტრიოს ტექნიკა რომ გააერთიანო აზარის დონე მაინც არ გამოვა.აზარს დღეს მესი ჯობია მარტო.ნეიმარი რა ფორმაში დაბრუნდება კაცმა არ იცის,რონალდო კი სხვა სტილში წავიდა საერთოდ,არის მარტო გამტანი ფორვარდი და შემქმნელებს აღარც უნდა შეადარო.სხვა ფეხბურთელების ხსენება კი აზართან უბრალოდ სასაცილოა
ნუ მბაპე გამომრჩა კიდევ თუმცა მბაპეც რონალდოსავით გამტანია მარტო.5 ფეხბურთელი ვიზეც იტყვი რომ არის ტოპ 5-ეული დღეს არის მესი აზარი ნეიმარი მბაპე რონალდო.მანე არა ჩაქირი
მანემ თვითონვე თქვა რეალში გადასვლაზე რო დიდ გუნდში უკვე ვთამაშობო და არსად მივდივარო