ფეხბურთი

9:05 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი: „ადრიანი ახლახან გადმოვიდა „ლივერპულში“ და უკვე გმირია“

„ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, ჟურნალისტებს „ლივერპული“ – „ჩელსის“ სუპერთასის მატჩის შემდეგ (2:2, 5:4 პენ), თავისი აზრი გაუზიარა.

„რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ეპიზოდებში ბურთის დაჭერას და ცოტა სულის მოთქმას ვცდილობდით, მაგრამ მთლად კარგად არ გამოგვდიოდა. „ჩელსი“ ძალიან კარგი გუნდია.

ჩვენ საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია, მაგრამ ვაგრძელებთ წინსვლას. მთავარია, სწორად მუშაობა გავაგრძელოთ.

მიხარია ადრიანის გამო. ის ახლაცხან გადმოვიდა „ლივერპულში“ და უკვე გმირია (ესპანელმა მეკარემ გადამწყვეტი პენალტი მოიგერია). ვეცდებით, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგოთ. ახლა გამარჯვებით დავტკბებით, ხვალიდან კი შაბათის მატჩისთვის მოვემზადებით.“ - ციტირებს ჰენდერსონის სიტყვებს BBC.

0.115517