"საბურთალო" შინ "არარატ-არმენიასთან" 0:2 წააგო, ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ევროპა ლიგას დაემშვიდობა.
მე-10 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ნარსინგმა ბურთი ჩააწოდა, ქართველ მცველებს კობიალკომ დასწრებაზე ყველას აჯობა და სომხური კლუბი დააწინაურა
მეორე გადამწყვეტი გოლი 11-მეტრიანი ნიშნულიდან ავეტისიანმა 67-ე წუთზე გაიტანა.