ფეხბურთი

17:30 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ რუგანის და მატუიდის შეძენას ცდილობს

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის „მონაკო“ ტურინის „იუვენტუსთან“, მცველ დანიელე რუგანისა და ნახევრამცველ ბლეზ მატუიდის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც ადრე იტყობინებოდნენ, რუგანი ახლოს იყო „რომაში“ იჯარით გადასვლასთან, თუმცა წყაროს ინფორმაციით, „მონაკო“ მზადაა 25 წლის მცველის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაუხადოს „იუვეს“, თუ რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელი იქნება თანახმა.

რაც შეეხება მატუიდის, ის ტურინული კლუბის დატოვებას გეგმავს და „მონაკო“ ამ შანსის გამოყენებას ცდილობს.

რუგანი „იუვეში“ 2015 წლის თებერვალში გადავიდა „ემპოლიდან“ და სატრანსფერო თანხამ 5 მილიონი ევრო შეადგინა. გასულ სეზონში 25 წლის მცველმა იტალიის სერია „ა“-ს 15 მატჩში იასპარეზა და ყველა მათგანში ძირითად შემადგენლობაში იყო. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 ყვითელი ბარათია.

მატუიდი ადრე სამშობლოში თამაშობდა, „ტრუას“, „სენტ ეტიენისა“ და პსჟ-ს რიგებში. პსჟ-ში მან 6 წელი გაატარა და სწორედ ამის შემდეგ, 2017-ში გადავიდა „იუვეში“. ბოლო ორ წელიწადში მან „იუვენტუსთან“ ერთად 4 ტურნირი მოიგო - 2-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, ხოლო თითოჯერ ქვეყნის თასი და სუპერთასი.

0.116928