„რომა“ და „ლივერპული“ შეთანხმდნენ: ხორვატი მცველი, დეიან ლოვრენი რომაული კლუბის ფეხბურთელი გახდება - წერს Evening Standard. ლოვრენი უეფას სუპერთასის მატჩშიც არ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს, 14 აგვისტოს გაიმართება სტამბოლში. იქ „ლივერპული“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.
წყაროს ცნობით, ლოვრენის ყიდვა „რომას“ დაახლოებით 16 მილიონი ევრო დაუჯდება. თავად ხორვატსაც სურს რომაულ კლუბში გადასვლა, რათა რეგულარული სათამაშო დრო მიიღოს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ის სულ უფრო იშვიათად ჩნდებოდა „წითლების“ შემადგენლობაში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წადი წადი დეიან მემგონი აქამდეც უნდა წასულიყო. შეიძლება იფიქრო რო სკამზე კაია მარა წასასვლელი ისევე როგორც მორენო სტარიჯი და მინოლე იყვნენ
შენ არ ამბობდი წინა სეზონის წინ,რომ სტარიჯი ზე-კლასია
სტარიჯი ზუსტად რომ ზე კლასია მაგრამ ლივერპულში მისი კარიერა მანამდე იყო დასრულებული უბრალოდ ვერ ჯდებოდა კლოპის სტილში. ამდენი ტრავმის მერე სისწრაფე ძაან აქვს დაკარგული მეორე სართულზეც კრაუჩი არ არის ასე რომ კლოპის სწრაფ ფეხბურთს არანაირად არ უხდებოდა დანი და სწორი იყო პირველ რიგში მისთვის რო წავიდა თორემ სტარიჯის კლასში ეჭვის შეტანა სისულელეა დონეა