დღეს, 14 აგვისტოს, „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ უეფას სუპერთასის მატჩს, 35 წლის ფრანგი სტეფანიე ფრაპარტი იმსაჯებს. ეს პირველი შემთხვევა იქნება ფეხბურთის ისტორიაში, როცა ამ რანგის კაცთა შეხვედრას ქალბატონი მოემსახურება.
ფრაპარტმა წლეულს საფრანგეთში გამართულ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალურ მატჩში (აშშ - ჰოლანდია 2:0) იმსაჯა და უმაღლესი შეფასება მიიღო.
კაცების შეხვედრებს კი ის უკვე რამდენიმე წელიწადია მსაჯობს. ჯერ საფრანგეთის ლიგა 2-ში სცადა ბედი. გასულ სეზონში კი სტეფანიე ლიგა 1-ის მატჩსაც მოემსახურა „ამიენსა“ და „სტრასბურს“ შორის.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დანიშვნა ჩემთვის სიურპრიზი გახლდათ. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ რანგის კაცთა მატჩის მომსახურებას დამავალებდნენ. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითი იქნება ქალი მსაჯებისთვის.“ - უთხრა ფრაპარტიმ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს.