კალათბურთი

0:30 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U16 ნაკრებმა პორტუგალიასთან წააგო და ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჯგუფური ეტაპი დაასრულა. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცეში მიმდინარე ტურნირზე ქართველები ბოლო ტურში პორტუგალიას შეხვდნენ და 57:70 დამარცხდნენ. დიმიტრი ჯაკობოვისა და დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა 5 მატჩიდან 1 გამარჯვება მოიპოვა და 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

ახლა, საქართველოს ნაკრები 17-22 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთვება, რომელშიც ჯგუფებში მე-5 და მე- 6 ადგილების გუნდები იასპარეზებენ. რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, მისი პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. მხოლოდ მესამე და მეოთხე ათწუთეულშებში იმარჯვა მეტოქემ და საბოლოოდ, 13-ქულიანი მოგება გაიფორმა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ ლუკა ლიკლიკაძე, რომელმაც 18 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუკა ავალიანმა, ხოლო როლანდ დევიძის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები 17-22 ადგილებისთვის იბრძოლებს და პირველ მეტოქედ ნორვეგია ეყოლება. შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისის დროით 20:15 საათზე გაიმართება.

პორტუგალია – საქართველო
სტატისტიკა: 70:57

0.122564