ჭიდაობა

22:12 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგნიძის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ბაგრატ გაგნიძე (79 კგ.) ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ქართველი ფალავანი ფინალში რუს ამხად ტაშუხაჯიევს გაეჯიბრა და სამწუხაროდ, დიდი ანგარიშით – 1:7 დამარცხდა.
ხვალ, კვარცხლბეკზე ასვლისთვის კიდევ 3 ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს. მირიან მაისურაძემ (86 კგ.) ნახევარფინალში ინდოელ დეეპაკ პუნიასთან 2:3 წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ და კანადელ ფალავნებს შორის უმჯობესს შეხვდება.
გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ.) რეპეშაჟში სამხრეთკორეელ და ჩინელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს ელის და თუკი იმარჯვა, მე-3 ადგილისთვის ამერიკელ გაბრიელ რობერტ ტაგს შეერკინება.
ასევე სანუგეშო ტურნირშია გადართული ვასილ ხვისტანი (125 კგ.), რომელსაც პირველი ორთაბრძოლა მონღოლ გან ერდენე სოდბილეგთან ელის. წარმატების შემთხვევაში, ქართველი მძიმეწონოსანი ბრინჯაოსთვის თურქ პასა ეკრემ კარაბულუტს დაუპირისპირდება.

0.108217