"ჩელსის" საყრდენი ნახევარმცველი ნ'გოლო კანტე შესაძლოა გუნდს სუპერთასზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ვერ დაეხმაროს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"კანტეს მცირე ტრავმა აწუხებს. ჯერ ექიმები ვერ გვეუბნებიან ის მატჩისთვის მზად იქნება თუ არა, ყველაფერი შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვევა"- განაცხადა ლამპარდმა.
სუპერთასი 14 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.